ჩვენს შესახებ

აღმოაჩინე ის, რაც გჭირდება

ზოგჯერ ზუსტად ის, რასაც ეძებთ, არც ისე შორს არის უბრალოდ მისი პოვნაა საჭირო.

FindOut.ge შეიქმნა ერთი მარტივი იდეით — გავამარტივოთ აღმოჩენა.
ჩვენ გვინდა შევქმნათ სივრცე, სადაც ადამიანები მარტივად იპოვიან მათთვის საინტერესო პროდუქტებსა და მომსახურებებს, ხოლო გამყიდველებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი საქმიანობა და პროდუქცია უფრო მარტივად გააცნონ ადამიანებს.

ერთი სივრცე — უამრავი შესაძლებლობა

FindOut.ge შექმნილია იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარი საქმე და პროდუქცია ადამიანებს გააცნოს.

იქნება ეს დიდი ბიზნესი, პატარა მაღაზია თუ დამოუკიდებელი გამყიდველი, რომელიც საკუთარ პროდუქტს ან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს,
ყველას შეუძლია შექმნას საკუთარი ონლაინ კუთხე და გახდეს უფრო მარტივად აღმოსაჩენი.

მომხმარებლისთვის მარტივი აღმოჩენა

როცა კონკრეტულ პროდუქტს ან მომსახურებას ეძებთ, არ უნდა დაგჭირდეთ უამრავი სხვადასხვა გვერდის მოძებნა.

FindOut.ge-ზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ კატეგორიები ან გამოიყენოთ საძიებო ველი და იპოვოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, მომსახურება ან მაღაზია.
ჩვენი მიზანია, ყველაფერი იყოს მარტივი და გასაგები:
მოძებნე → აღმოაჩინე → გაეცანი.

თქვენი საქმე, თქვენი სივრცე

ყველა საქმეს თავისი ისტორია აქვს. შეიძლება ეს იყოს წლების განმავლობაში შექმნილი ბიზნესი, პატარა მაღაზია ან საკუთარი საქმის ახალი წამოწყება, თითოეულს აქვს რაღაც, რისი გაზიარებაც ღირს.

FindOut.ge გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ თქვენი საკუთარი ონლაინ კუთხე და ადამიანებს გააცნოთ ის, რასაც სთავაზობთ — თქვენი პროდუქტი, მომსახურება თუ საქმიანობა.
თქვენ ქმნით თქვენს კუთხეს, ჩვენ კი გეხმარებით, რომ ის უფრო მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს.

ჩვენი ხედვა

გვინდა, FindOut.ge ეტაპობრივად გაიზარდოს და განვითარდეს როგორც მარტივი, მრავალფეროვანი და ყველასთვის საინტერესო ონლაინ სივრცე.

გვინდა, აქ ყოველთვის იყოს ადგილი ახალი იდეებისთვის, სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ საქმეს სხვებს უზიარებენ.
ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ყოველი ძიება საინტერესო აღმოჩენით და ახალი შესაძლებლობით დასრულდეს.

ადგილი, სადაც იდეები ხვდებიან შესაძლებლობებს → FindOut.ge

Scroll to Top